პროექტის შესახებ

პროექტის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ასტროლოგიური ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის. Astrology.ge წლებია ემსახურება ამ იდეას, თუმცა დროა ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას.

სწორედ ამან დაბადა პროექტი lab.astrology.ge — სივრცე, სადაც ასტროლოგია და ხელოვნური ინტელექტი ერთიანდება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სინთეზი, რომელიც მომხმარებელს მისცემს ზუსტ, სიღრმისეულ და პერსონალიზებულ ანალიზს.

ჩვენ გვჯერა, რომ საბაზისო ასტროლოგიური ცოდნა და თვითშემეცნების ინსტრუმენტები უნდა იყოს უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასათვის. ეს პლატფორმა სწორედ ამ მისიას ემსახურება — მოგცეთ საშუალება, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და სამყარო თქვენს გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.